Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ცხადდება მიღება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო  პროგრამებზე
(ბრძანება ვაკანტური ადგილების, მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ №21/01-01, 31.01.2022 
 
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში ვაკანტური ადგილები:
 
 იურიდიული ფაკულტეტი
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა „სამართალი“ - 50 ადგილი.
 
2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები


საბუთების მიღება- 2-7 თებერვალი, 18:00სთ;
გამოცდა უცხო ენაში -9 თებერვალი;
გამოცდის შედეგების გამოცხადება -10 თებერვალი;
გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 11 თებერვალი;
აპელაციის შედეგების გამოცხადება -  14 თებერვალი;
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 21 თებერვალი;
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 22 თებერვალი;
ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 23-24 თებერვალი;
საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 თებერვალი.
 
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:


ა) განცხადება (1) თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2021 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ)  სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა; (ფორმა);
ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
მ) განცხადება (2)

დოკუმენტების მიღება იწარმოებს ელექტრონული ფორმით.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
 
იურიდიული ფაკულტეტი
ელექტრონული ფოსტა: admissionmalaw@tsu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის: 577170755